599-79-39-47

კრეატიული სავიზიტო ბარათები.

კრეატიული სავიზიტო ბარათები.

არსებობს ნივთები, რომლებიც იმდენად მოხერხებული და პრაქტიკულია, რომ მათ ეჩვევი და ვეღარც ამჩნევ. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან, გვიადვილებენ ცხოვრებას, ისინი არ იკავებენ დიდ ადგილს და უაღრესად ფუნქციონალურები არიან, ეს- თქვენი სავიზიტო ბარათებია.

«JES-Design»-სტუდიაში ჩვენ ვამზადებთ ხარისხიან სავიზიტო ბარათებს და ვქმნით საფირმო სტილს (ვახდენთ საფირმო სტილის შერჩევას), რისთვისაც ვიყენებთ ჩვენი გუნდის დიზაინერულ ნიჭსა და ცოდნას.
სავიზიტო ბარათის ან ლოგოს შემუშავება იწყება საერთო კონცეფციის ფორმირებით, რომელიც შემდგომში შესაძლებელია განხორციელდეს თქვენი კომპანიის საფირმო სტილის ყველა ატრიბუტში.

«JES-Design»-ის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ ლამაზი სავიზიტო ბარათების დამზადება. ჩვენ მივისწრაფით იმისკენ, რომ შევქმნათ თქვენი სავიზიტო ბარათებისთვის ესთეტიკურად მიმზიდველი და ფუნქციონალური დიზაინი, რომელიც შეძლებს თქვენი ბიზნესის არსის წარმოჩენას. დიზაინი რომელიც იწვევს საჭირო ასოციაციებს და ამასთანავე არასდროს იქნება შაბლონური.