599-79-39-47

საიტის დამზადება

საიტის დამზადება

გესაჭიროებათ ეფექტური საიტი?ჩვენ გირჩევთ თუ როგორი ბიზნეს-ინსტრუმენტი ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ეფექტური მუშაობისთვის.ჩვენ დაგიმზადებთ ფუნქციონალურ ბიზნეს-ინსტრუმენტს.
ჩვენ კარგად გვესმის,რომ დღეს ჩვენს კლიენტებს ჭირდებათ არა უბრალოდ საიტი,არამედ აუცილებელია და რაც მთავარია შესაძლებელია შეიქმნას ისეთი საიტები,რომლებიც გადაიქცევიან ეფექტურ ბიზნეს-ინსტრუმენტებად.
რას ნიშნავს კარგი თანამედროვე საიტი?მთავარია გვესმოდეს,რომ ეს არ არის მხოლოდ დიზაინერის მიერ შექმნილი ლამაზი ნამუშევარი.საიტი-ეს თქვენი ინტერაქტიული ბიზნეს-ინსტრუმენტია.იგი პირველყოვლისა საჭიროა იმისთვის,რომ მოგიტანოთ სასურველი რეზულტატი-მოგება,გაყიდვები,მიზნობრივი მომხმარებლები,ახალი კლიენტები და პარტნიორები და ა.შ. გამომდინარე თქვენი მიზნებისა და საქმიანობისაგან.

თანამედროვე საიტს უნდა შეეძლოს გაყიდოს თქვენი პროდუქტი და ამასთანავე იგი უნდა იყოს გასაგები,მოხერხებული და საინტერესო დამთვალიერებლებისთვის,ისინი ხომ თქვენი მყიდველები,პარტნიორები და თანამშრომლები არიან.ვის შეიძლება ვანდოთ საიტის შექმნა?-ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა!საბოლოო არჩევანი რა თქმა უნდა ყოველთვის ტქვენზეა,მაგრამ უმჯობესია ამ რთული ამოცანის შესრულება ვანდოთ პროფესიონალურ დიზაინ სტუდიას.ინტერნეტ-გარემოს თავისებურებების,საკმაო გამოცდილების,თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიებისს და ბიზნეს მიზნების გათვალისწინებით,პროფესიონალური დიზაინ-სტუდია შექმნის ოპტიმალურ ვარიანტს თქვენი კომპანიისთვის,რომელიც იმუშავებს კონკრეტულად თქვენზე.ყველაფერი ეს გაკეთდება თქვენი სურვილების,მოთხოვნებისა და საქმიანობის თავისებურებების შეასაბამისად.

გსურთ იცოდეთ როგორ შექმნათ მუშა საიტი?როგორი საიტი გჭირდებათ?ან უბრალოდ გაერკვეთ იმ ამოცანებში,რომლებიც უნდა გადაწყვიტოს თქვენმა მომავლმა ან მოქმედმა საიტმა?
დაგვიკავშირდით!ჩვენ თქვენთან ერთად ვიფიქრებთ,გირჩევთ და დავამზადებთ თქვენთვის,მოქმედ ფუნქციურ ინსტრუმენტს,რომელიც საჭიროა თქვენი ბიზნესისთვის.ჩვენ ვამზადებთ ყველანაირი მოცულობის და ფუნქციონალობის საიტებს,კლიენტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.

რა არის წარმატებული საიტის საიდუმლო?


ეფექტური და წარმატებული საიტი-ეს პირველ რიგში არის საიტი,რომელიც დააინტერესებს დამთვალიერებელს და არ აიძულებს მას გადავიდეს კონკურენტის საიტზე.ჩვენ ვთვლით,რომ საიტმა აუცილებლად უნდა მოუტანოს მოგება თქვენს კომპანიას.და ამისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მისი შექმნის პროცესს.
იმისთვის,რომ თქვენმა საიტმა შეძლოს ეფექტურად გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა,აუცილებელია დავიცვათ რამოდენიმე ძირითადი წესი:
  • დამთვალიერებლისთვის ინფორმაცია საიტზე უნდა იყოს საინტერესო,საჭირო და აქტუალური.
  • საიტი უნდა იყოს მოხერხებული და ფუნქციონალური.
  • საიტზე უნდა მოდიოდნენ დაინტერესებული მომხმარებლები.

ხარისხიანი საიტის შექმნა მოითხოვს,დიდი სამუშაო ჯგუფის საგულდაგულო მუშაობას:პროგრამისტების,ვებ-დიზაინერების და სხვათა,ასევე ძალინ მნიშვნელოვანია საიტის შექმნასთან დაკავშირებულ მუშაობის პროცესში კლიენტის პასუხისმგებლობიანი თანამონაწილეობა კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების,სურვილებისა და წინადადებების,მიზნების ფორმულირებასა და წარმოდგენაში.
საიტის შექმნის პროცესს,ჩვენს სტუდიაში ჩვენ ვიწყებთ კლიენტის საქმიანობის,ჩვენი სტუდიისა და კლიენტის წინაშე მდგომი ამოცანების ანალიზით და კონცეფციის შექმნით.პროექტი გადის მრავალ სტადიას:საიტის მოხერხებულობა,დიზაინის შექმნა,საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზირება და სხვა მრავალი,ხოლო საბოლოოდ შევასწავლით თქვენს თანამშრომელს ახალ საიტთან მაუშაობას.

საიტის დამზადების დაწყებამდე თქვენ ან ჩვენ და თქვენ ერთობლივად ზუსტად უნდა ჩამოვაყალიბოთ ის ამოცანები,რომლების გადაწყვეტაც უნდა შეძლოს ახალმა საიტმა,უნდა შევიმუშაოთ კონცეფცია.ამაზე იქნება დამოკიდებული როგორც ჩვენი სპეციალისტების მუშაობა,ასევე საბოლოო რეზულტატი.იმისთვის რომ ეს ამოცანა წარმატებით ამოვხსნათ,ჩვენ ვაანალიზებთ არა მხოლოდ თქვენი კომპანიის საქმიანობას,არამედ თქვენი კონკურენტების საიტებსაც.ასეთი ანალიზი საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ შეცდომები და გამოავლინოს ჩვენი მომავალი საიტის ძლიერი მხარეები.

მხოლოდ ადექვატური და ყოველმხრივი ანალიზის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ საიტის სტრუქტურის შექმნასა და მის გაფორმებას.თქვენი სურვილებიდან გამომდინარე,ჩვენ შევიმუშავებთ ესკიზების რამოდენიმე ვარიანტს.მას შემდეგ რაც თქვენ დაამტკიცებთ კონცეფციის ერთ-ერთ ვარიანტს,ჩვენ მას დავამუშავებთ საბოლოო შაბლონამდე.
უაღრესად მნიშვნელოვანია საიტის სტრუქტურა!ის უნდა იყოს მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მოხერხებული:თქვენს საიტზე შესვლისას მან სწრაფად უნდა მოახერხოს მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება.საიტის შექმნისას ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს,რომ რაც უფრო მძიმედ მუშაობს მომხმარებელი სატთან,მით უფრო მალე გადავა იგი კონკურენტის საიტზე!ჩვენი სპეციალისტები შეიმუშავებენ მაქსიმალურად მოხერხებულ,მიმზიდველ და ფუნქციონალურ საიტს,რომელიც მისცემს დამატებით საშუალებას თქვენს ბიზნესს აქტიური განვითარებისთვის.

ტექნოლოგიები-ეს ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა.ჩვენი ყველა საიტი JES CMS სიტემის ბაზაზე იქმნება,რომელიც შემუშავებულია და მუდმივად იხვეწება ჩვენს სტუდიაში.სისტემა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ოპტიმალურად დავამზადოთ საიტი და რაც მთავარია მნიშვნელოვნად ამარტივებს და აიაფებს მის შემდგომ მომსახურებას.JES CMS აგებულია მოდულურ პრინციპზე,ამიტომ მომავალში თქვენ შეძლებთ საიტის განვითარებას ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
CMS-ის უპირატესობებზე როგორც წესი ბევრს წერენ,ჩვენ ვიტყვით მოკლედ.ზემოთაღწერილის გარდა კლიენტმა უნდა იცოდეს,რომ ჩვენს სტუდიასთან დაკვშირების შემთხვევაში,თუნდაც რამოდენიმე წლის შემდეგ იგი მიიღებს ადექვატურ პასუხს და დახმარებას ყველა შეკითხვაზე რაც შეეხება საიტს და მის არსებობას ინერნეტ სივრცეში.ხოლო კლიენტები რომლებიც ითანამშრომლებენ ჩვენთან ხანგრძლივი ვადით,სრულიად განთავისუფლდებიან მათი საიტების ქსელში მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ზრუნვისგან!