599-79-39-47

პრომო საიტი

პრომო საიტი

დავიწყოთ იმით, რომ იგი არ ჭირდება ყველა კომპანიას.
პრომო საიტი - არის ინტერნეტ-რესურსი, რომელიც აცნობს მომხმარებელს განსაზღვრულ საქონელს, ბრენდს, მომსახურებას ან მოვლენას.
როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, პრომო-საიტის შექმნა მიზანშეწონილია, როგორც კორპორატიული საიტის დანამატი. ჩვეულებრივი საიტისგან პრომო-საიტი ძირეულად განსხვავდება თავისი მისიით, მიზანმიმართულობით. იგი მიმართულია კონკრეტული გაყიდვების ზრდაზე, შესაბამისად - საბოლოო მომხმარებელზე, რომელიც სარგებლობს ინტერნეტით. ინტერნეტი ამ შემთხვევაში ხდება ამა თუ იმ საქონლის მყიდველისა და გამყიდველის შეხვედრის ადგილად.
კორპორატიული საიტი კი ძირითადად გვაძლევს საერთო ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ, მისი პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელიღაც კონკრეტულ პროდუქტზე აქცენტირბის გარეშე. ეს ლოგიკურია კომპანიებისთვის, რომლებიც ანხორციელებენ მულტიბრენდული საქონლის რეალიზაციას, რადგანაც ისინი მიისწრაფიან ერთნაირად კარგად გაყიდონ მათ ჩამონათვალში არსებული ყველა პროდუქტი.

არსებობს ასევე სხვა განსხვავებები, რომლებიც წამოშობილია პრომო-საიტის თავისებურებებიდან გამომდინარე. მაგალითად საიტზე ვიზუალური ელემენტების კონცენტრაცია. ინტერაქტიული პრეზენტაციები, დემო-რგოლები და უამრავი სხვა მულტიმედიური საშუალებები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ამა თუ იმ პროდუქტის დადებითი მხარეები უამრავი ვარიაციით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრომო-საიტი უნდა ავამოქმედოთ ოფლაინური სარეკლამო კომპანიის პარალელურად. საიტის ინფორმაცია მეორდება ან იმეორებს ინფორმაციას სარეკლამო მხარდაჭერის სხვადასხვა წყაროდან.
სარეკლამო რგოლში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი პრომო-საიტის მისამართი იმის მითითებით, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია აქციაზე ან რეკლამირებულ პროდუქტზე ხელმისაწვდომია აღნიშნულ საიტზე. ამ შემთხვევაში პრომო-საიტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების ფინალურ სტადიაზე პროდუქტის შეძენის სურვილის აღძვრა.