599-79-39-47

საიტების განახლება | მოდერნიზაცია

საიტების განახლება | მოდერნიზაცია

თქვენი საიტი მოძველდა და თქვენ ან თქვენს კლიენტებს არა აქტუალურად გეჩვენებათ? გსურთ, რომ თქვენი საიტი იყოს თანამედროვე და კონკურენტუნარიანი?
საიტის ხელახლა გაკეთება, ყოველთვის არაა აუცილებელი, ბევრ შემთხვევაში შესაძლებელია მისი განახლება/მოდერნიზაცია ან ეტაპობრივი მოდერნიზაცია.

ჩვენ ვიფიქრებთ და გირჩევთ, თუ როგორ უნდა შევცვალოთ თქვენი საიტი და განვაახლოთ თქვენი ბიზნეს-ინსტრუმენტი, რომელიც მოუხდება თქვენს ბიზნესს. ჩვენ გადავაქცევთ თქვენს საიტს, თანამედროვე, მუშა ბიზნეს-ინსტრუმენტად.
თქვენი საიტის განახლებისთვის საჭირო ამოცანების განსასაზღვრად, ჩვენ ჩავატარებთ მის აუდიტს (მარკეტინგულს და ტექნიკურს) და გავაანალიზებთ თქვენს კონკურენტებს. ამის შემდეგ თქვენ (საჭიროების შემთხვევაში ჩვენთან ერთად) შეძლებთ მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი საიტის მოდერნიზაციისთვის საჭირო ამოცანები.

რისთვის გვჭირდება საიტის მოდერნიზაცია?

მოდერნიზაციას ან "გათანამედროვება"-ს, დრო და დრო საჭიროებს ყველაფერი ჩვენს გარშემო. ხოლო საიტის სტრუქტურის ტექნოლოგიები, ვებ-დიზაინის მიმართულებების, ინტერნეტ-ბიზნესის პირობები და თავისებურებები მუდმივად იცვლება. ეს ცვლილებები ხდება ელვისებური სისწრაფით.
ასე, ერთ-ორ წელიწადში თქვენი საიტი შეიძლება მოძველდეს, აუცილებლად გაჩნდება ახალი ტექნოლოგიები, შეიცვლება ტენდენციები დიზაინში და თქვენი კონკურენტები შეცვლიან საიტებს. ამიტომ საიტის შექმნისას, ძალზედ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნას საიტის შემდგომი მოდერნიზაციის შესაძლებლობები.
თუ თქვენ საიტი დაგიმზადათ სხვა კომპანიამ და საიტის შემქნელებმა ასეთი შესაძლებლობი არ გაითვალისწინეს, ჩვენ განგიახლებთ საიტს (გადავაპროგრამირებთ ან გაგიკეთებთ ახლს-გამომდინარე იმ ტექნიკური შესაძლებლობებიდან რაც იყო ჩადებული საიტის შემქმნელების მიერ).
საიტის მოდერნიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი საიტი ბაზარზე თავის სეგმენტში იყოს კონკურენტუნარიანი. მომხმარებლები ხომ ყოველთვის ირჩევენ უფრო თანამედროვე, უფრო მოხერხებულ და ბევრად უფრო ფუნქციონალურ რესურსს ერთი კონკურენტული გარემოდან.

რას შეეხება საიტის მოდერნიზაცია?

როგორც წესი, მოდერნიზაცია შეეხება საიტის ყველა ასპექტს, დაწყებული დიზაინით დამთავრებული ტექსტებით. თუ საიტის მართვის სისტემა თანამედროვეა, პასუხობს საძიებო სისტემების მოთხოვნებს, თუ იგი მოხერხებულია და პასუხობს თქვენს მოთხოვნებს, მაგრამ მოძველდა დიზაინი, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განვახორციელოთ მხოლოდ საიტის რედიზაინი.
შესაძლებელია თქვენ გაკმაყოფილებთ თქვენი საიტის დიზაინი და ის რამოდენიმე თვის წინაა შექმნილი, მაგრამ თქვენი ინტერნეტ-მაღაზიის კატალოგი არ ფუნქციონირებს, ვერ ახდენს საჭირო კლასიფიკაციას. ან აუცილებელი გახდა ახლი ინტერაქტიული ინსტრუმენტების დამატება. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ კატალოგის მოდერნიზაცია.
ასევე ძალიან ხშირად მოდერნიზაციას საჭიროებს საიტის მართვის სისტემა. ამ ნაწილის სრულყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საიტის ვებ-პოპულარიზაიისთვის და ვებ-მხარდაჭერისთვის, ასევე საიტის წარმატებული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

ყველა შემთხვევის ჩამოთვლა, როდესაც აუცილებელია "გათანამედროვება" - ძალიან შორს წაგვიყვანს. გახსოვდეთ ყველაზე მთავარი-საიტი მოდერნიზაციას მოითხოვს მუდმივად, ეს პირდაპირ დაკავშირებულია საიტის ეფექტურ მუშაობასთან! თქვენი კომპანიის განსავითარებისთვის, გაყიდვების და მოგების გაზრდისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია,
თუ ხართ ინტერნეტ სივრცეში-მაშინ უნდა იყოთ საუკეთესოდ წარმოდგინილი.