599-79-39-47

კორპორატიული სტილი

კორპორატიული სტილი

კორპორატიული ან საფირმო სტილი - არის წესების,გრაფიკული ფორმების და წარწერების კრებული,რომლებიც გამოიყენება კომპანიის მიერ, ბაზარზე საკუთარი იდენტიფიკაციისთვის.

  • თქვენ ეხლა იწყებთ საქმიანობას და გჭირდებათ საფირმო სტილის შემუშავება...
  • თქვენ გაქვთ ლოგო, მაგრამ იგი თქვენ აღარ გაკმაყოფილებთ...
  • თქვენ გაქვთ ლოგო, იგი გაკმაყოფილებთ, მაგრამ არ შეგიმუშავებიათ საფირმო სტილი...
  • თქვენ გაქვთ ლოგო, გაქვთ საფირმო სტილი, მაგრამ სასწრაფოდ გესაჭიროებათ brand-book-ი...

დაგვიკავშირდით - ჩვენ სიმოვნებით გაგიწევთ ყველანაირ კონსულტაციას და დაგეხმარებით თქვენი პრობლემების მოგვარებაში:

შევიმუშავებთ საჭირო მოცულობის ლოგოსა და საფირმო სტილს.
ჩავატარებთ არსებული ლოგოს რესტაილინგს- გავხდით მას უფრო ტექნოლოგიურს, თანამედროვეს, თქვენი მიზნების შესაბამისს.
ოპერატიულად და მაღალპროფესიონალურ დონეზე შევიმუშავებთ brand-book-ს.

ძირითადი ტერმინები და განსაზღვრებები
ბრანდინგი- ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს:

ამა თუ იმ პროდუქტის იდენტიფიკაციას

ამ პროდუქტის გამოყოფას ანალოგიურ კონკურენტულ პროდუქტა შორის
ბრენდის მიმართ მომხმარბლების ხანგრძლივი კეთილგანწყობის შექმნა.
ბრენდი არის საქონლის ან მომსახურების მარკის სახე მომხმარებლის შეგნებაში, რომელიც გამოყოფს მას კონკურენტულ მარკებს შორის. ბრენდი იყოფა brand-name-ად და brand-image-ად.
brand-image არის მარკის ვიზუალური სახე, რომელიც ყალიბდება რეკლამით მომხმარებელთა შეგნებაში.
brand-name არის მარკის სიტყვიერი ნაწილი, ან სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი მისი სამართლებრივი რეგისტრაციის შემდეგ.
ბრენდინგის პროცესი გადის გარკვეულ ეტაპებს, რომლებიც გამარტივებულად შეიძლება გავანაწილოდ შემდეგნაირად: ნეიმინგი(კომპანიისთვის სახელის შერჩევა), ლოგოს შემუშავება(ნიშნის ან გრაფიკული წარწერის შექმნა შერჩეული სახელის მიხედვით), საფირმო(კორპორატიული) სტილის შექმნა(საერთო გრაფიკული ფორმების შერჩევა და მათი რეალიზაცია), და ბოლოს ზემოთჩამოთვლილის საუძველზე კომპანიაზე მყარი წარმოდგენის ჩამოყალიბება.

კორპორატიული(საფირმო) სტილის ცნება გაჩნდა აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ერთ კონკურენტულ გარემოში მოღვაწე კომპანიათა რიცხვის ზრდამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და აქტუალური გახდა მათი ცნობადობის პრობლემა.