599-79-39-47

კორპორატიული საიტი

კორპორატიული საიტი

კორპორატიული საიტი-ეს არის საიტი,რომელიც შეიცავს ინფორმაციას კომპანიაზე,მის მიზნებზე,თავისებურებებზე,ისტორიაზე,საკონტაქტო პირებზე და საქონელზე,რომელსაც კომპანია თავაზობს ბაზარს.უფრო მარტივად რომ ვთქვათ-კორპორატიული საიტი არის კომრეციული ორგანიზაციის ინტერნეტ-წარმომადგენლობა ინტერნეტ-სივრცეში.

ასეთი საიტის შექმნის მიზანი

ასეთი საიტის შექმნის მიზანია-კომპანიის საჯაროობის ფორმირება,მისი იმიჯის გამყარება და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია,გაყიდვების სტიმულირება.ჩვენი მისიაა-დაგეხმაროთ ამ მიზნების მიღწევაში,სწორი ამოცანების დასმის და მათი სათანადოდ ამოხსნის გზით.ამისათვის ჩვენ ვცდილობთ ჩავწვდეთ თქვები ბიზნესის არსს და შემოგთავაზოთ მარკეტინგული იდეების წარმატებული განხორციელების გზები.
ყოველი პროექტისთვის ჩვენ ვადგენთ ტექნიკურ ამოცანას,რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ სასურველ რეზულტატს მაქსიმალურად სწრაფ ვადებში.

ყველა საიტი მუშავდება ყველაზე თანამედროვე CMS ტექნიკურ პლატფორმებზე.

ეს საშუალებას აძლევს ჩვენს კლიენტებს:

  • მიიღონ უფასო საგარანტიო და საკონსულტაციო მომსახურება,სამუშაოების დასრულებიდან 3 თვის ვადით.
  • დამოუკიდებლად განათავსონ ყველანაირი ინფორმაცია საიტზე(სამუშაოების დასრულების შემდეგ,ჩვენ უფასოდ შევასწავლით საიტის მართვის პანელით სარგებლობას).
ამასთან ჩვენი საიტები უკვე ოპტიმიზირებულია და ტექნიკურად მზად არის საძიებო სისტემებში განვითარებისთვის,რაც საშუალებას იძლევა გაზარდოს თქვენი კომპანიის ცნობადობის ხარისხი და ხელი შეუწყოს ახალი კლიენტების მოზიდვას.
ჩვენ მზად ვართ ჩვენს თავზე ავიღოთ საიტის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების მთლიანი ციკლი,დაწყებული დომენის რეგისტრაციიდან უკვე გამზადებული საიტის ჰოსტინგზე განთავსებით დამთავრებული.