599-79-39-47

რეკლამა "google"-ში

რეკლამა "google"-ში

ინტერნეტ სივრცეში ყველაზე წარმატებული კომპანიაა "google"(გუგლი). თავდაპირველად გუგლის შემქმნელებს (ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი) სურვილი ქონდათ შეექმნათ საუკეთესო საძიებო სისტემა. "google" არათუ საუკეთესო საძიებო სისტემა გახდა, არამედ გუგლის ზეგავლენა თანამედროვე ცხოვრებაში იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მან მრავალ ენაში ახალი ზმნაც კი გააჩინა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული ენა არ აღმოჩნდა და ჩვენში დამკვიდრდა ისეთი ახალი ზმნა როგორიცაა "დაგუგლვა". მაგალითად როდესაც ვინმეს ვუწევთ რეკომენდაციას, რომ მან მისთვის სასურველი ინფორმაცია მოიძიოს ინტერნეტში, ჩვენ მას ვებნეუბით "დაგუგლე". კომპანიის არსებობის დაახლოვებით 20 წლიანი არსებობის მანძილე გუგლმა ინტერნეტ მომხმარებლებს საძიებო სისტემის გარდა უამრავი სხვა სერვისი შესთავაზა. გუგლის წარმატებულ პროექტებს შორის უნდა გამოვყოთ ისეთი სერვისები როგორიცაა მაგალითად: ინტერნეტ ბრაუზერი google chrome, ვიდეოპორტალი youtube, ანალიტიკური ინსტრუმენტი google analytics სარეკლამო ინსტრუმენტები google adwords და google adsense. ზემოთაღნიშნული სერვისები არიან უპირობო ლიდერები თავიანთ სეგმენტებში და მათი შესაძლებლობების სრულად გამოყენება თითქმის წარმოუდგენელია. დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში, ყველა ბიზნესისთვის მაქსიმალური წარმატების მისაღწევად, აუცილებელია გუგლის ანალიტიკური (google analytics) და სარეკლამო ინსტრუმენტების (google adwords) გამოყენება!
ჩვენი "google"-ს სერთიფიკატების მქონე თანამშრომლები დაგეხმარებიან ოპტიმალური სარეკლამო კომპანიის შერჩევაში.