599-79-39-47

საიტის აუდიტი

საიტის აუდიტი

რა არის საიტის აუდიტი?როგორია საიტის აუდიტი? მჭირდება კი საიტის აუდიტი და რატომ?

თქვენ გაქვთ საიტი,მაგრამ არ იცით:

  • რამდენად თანამედროვე და აქტუალურია თქვენი საიტის დიზაინი.
  • რამდენად საიმედო და ტექნიკურად გამართულია იგი.ხომ არ შეუშლის მისი ტექნიკური დონე საიტის ვებ-სივრცეში განვითარებას?
  • რატომ ვერ ხვდება თქვენი საიტი,საძიებო სისტემების TOP-ებში?
  • წამყვან პოზიციებზე ყოფნის მიუხედავად მომხმარებლები რატომ ტოვებენ მთავარ გვერდს და არ გიკავშირდებიან თქვენ?
  • ღირს კი საერთოდ ასეთი ეფექტური,როგორც ბევრი აღიარებს ინტერნეტ-ბიზნესის გაგრძელება,რომელიც რატომღაც არ იძლევა სასურველ შედეგებს?
  • როგორ გაზარდოთ მისი ეფექტურობა.
  • ამ და სხვა მრავალ კითხვაზე მიიღებთ პასუხს,თუ შეგვიკვეთავთ საიტის აუდიტს.
საიტის აუდიტი - ეს არის საიტის კომპლექსური ანალიზი მოცემული მიმართულებით.როგორც წესი ხორციელდება რამოდენიმე ტიპის აუდიტი:დიზაინის აუდიტი,ტექნიკური აუდიტი,SEO-აუდიტი (საძიებო სისტემებისთვის ხილვადობა,საიტის ოპტიმიზაციის ხარისხი,ტექსტები) და მარკეტინგული აუდიტი.

იმისთვის,რომ გაიგოთ გჭირდებათ თუ არა საიტის აუდიტი ან რომელი ტიპის აუდიტია თქვენთვის უკეთესი,შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ თითოეული მათგანი.

  • დიზაინის აუდიტი-ეს არის საიტის დიზაინის კონცეფციის,მთავარი და შიდა გვერდების დიზაინის დაწვრილებითი ანალიზი;ვებ-დიზაინის თანამედროვე ტენდენციებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი.ასეთი ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ საიტის შესაძლებლობა დიზაინის კუთხით,შემდგომი ვებ-განვითარებისთვის.გახდებიან თუ არა საიტის დამთვალიერებლები კლიენტებად და ა.შ.
  • საიტის ტექნიკური აუდიტი-არის მისი პროგრამული ნაწილის ანალიზი.საიტის ტექნიკური ანალიზი აუცილებელია რათა გავიგოთ რა დონეზეა შესრულებული მისი პროგრამირება,აქვს თუ არა მას შესაძლებლობები შემდგომი განვითარებისთვის.
  • SEO-აუდიტი-ეს არის პირველი რაც უნდა გაკეთდეს საიტის საძიებო სისტემებში წინწაწევის სამუშაოების დაწყებამდე.ჩვენ ვაანალიზებთ ყველა ფაქტორს რომელიც ზეგავლენას ახდენს საიტის მდებარეობაზე საძიებო სისტემებში და ვახდენთ მათი შესაბამისობის შედარებას ჩვენი კლიენტების საიტებთან.
  • მარკეტინგული აუდიტი-არის არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ვიდერე ზემოდჩამოთვლილი აუდიტის ტიპები.თუ SEO-აუდიტის ჩატარება აუცილებელია იმისთვის რომ ვიპოვოდ გზები რათა მოვიზიდოთ მაქსიმალურად მეტი დამთვალიერებელი,მარკეტინგულმა აუდიტის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად უნდა შევძლოთ დამთვალიერებლების კლიენტებად/მომხმარებლებად გადაქცევა.
დასკვნის სახით შეგვიძლია განვაცხადოთ,რომ ყველა ტიპის აუდიტი საჭირო და სარგებელია.თუ თქვენს მიერ გაწეული დიდი ხარჯების მიუხედავად,თქვენი საიტი არ ამრთლებს თქვენს იმედებს,დაგვიკავშირდით და ჩვენი დიზაინ სტუდია დაგარწმუნებთ თუ რამდენად მომგებიანი ბიზნეს-ინსტრუმენტია ინტერნეტ საიტი დღეს!